მცირე ბიზნესის გადასახადი
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ი/მ-ის გადასახადი: 1% შემოსავლიდან, წლიური შემოსავლის 500 000 ₾-ის გადაჭარბებიდან — 3%.
როგორ ითვლება
- გადასახადი = თვის შემოსავალი × 1% (საგადასახადო კოდექსი, მუხ. 90(1)).
- თუ კალენდარული წლის შემოსავალი 500 000 ₾-ს გადააჭარბა, იმ თვიდან წლის ბოლომდე — 3% (მუხ. 90(2)).
- ზღვარი ღვინის წარმოებისა და აგროტურიზმისთვის სხვაა (მუხ. 88) — ეს კალკულატორი მას არ ითვალისწინებს.
- მიკრო ბიზნესის სტატუსი (0%) აქ არ ითვლება — მისი წესები ჯერ ბუღალტერთან გადასამოწმებელია.
განაკვეთები აღებულია ჩვენი სისტემის წესებიდან და შედარებულია matsne.gov.ge-ს ოფიციალურ ტექსტს; ბუღალტერს ჯერ საბოლოოდ არ დაუდასტურებია. ითვლის თქვენს ბრაუზერში — მონაცემები არსად იგზავნება.